Tuesday, April 17, 2012

დედამიწა


დედამიწა მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.


წარმოშობა [რედაქტირება]

დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.
XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანების, მთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.

დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობა ბიბლიის მიხედვით [რედაქტირება]

ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დედამიწა შვიდ დღეში შექმნა:
  • პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა — აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სიცოცხლე და საშინელი წყვდიადი სუფევდა. პირველად მან თქვა - „იყოს ნათელი“ და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
  • მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი (ატმოსფერო) და ცეცხლი.
  • მესამე დღეს - ოკეანეები, ზღვები, წყაროები, მიწისქვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები.
  • მეოთხე დღეს - მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
  • მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.
  • მეექვსე დღეს გაჩდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.
  • მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.      



    ანტიკურ და შუა საუკუნეებში გამოთქმული იყო მრავალი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ დედამიწის კონტინენტები დასაბამიდან არსებობდა და მათი მდებარეობა არ იცვლებოდა.
    XX საუკუნის დასაწყისში გერმანელმა მეცნიერმა ალფრედ ვეგენერმა რუკაზე დაკვირვებისას ყურადღება მიაქცია სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობას. კონტინეტების მოდელების შეერთებისას ისინი გამთლიანდნენ. ვეგენერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ერთ დროს არსებობდა გიგანტური კონტინენტი - პანგეა, რომლის დაშლის შედეგადაც მიღებულია თანამედროვე კონტინენტები, მაგრამ მეცნიერმა ვერ დაადგინა რა ამოძრავებდა ხმელეთის დიდ ნაწილს. ეს მოსაზრება ცნობილია როგორც კონტინენტების დრეიფი. მოგვიანებით დადგინდა, რომ უძველეს დროს არსებული კონტინენტი პანგეა, რომელსაც გარს ერტყა მთლიანი ოკეანე - პანტალასი, გაიყო ორ კონტინენტად. ჩრდილოეთ ნაწილს უწოდეს ლავრაზია (ჩრდილოეთ ამერიკა და ევრაზია), ხოლო სამხრეთს ჰონდვანა (სამხრეთი ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ანტარქტიდა). კონტინენტთა დაყოფით მათ შორის გჩნდა ოკეანეები (ინდოეთისა და ატლანტის).

     სიცოცხლის არსებობის პირველი ნიშნები დედამიწაზე მხოლოდ 3-3,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მკვლევართა აზრით ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის გაჩენის ორი გზა არსებობს: კოსმოსური და დედამიწისეული. კოსმოსური გზის მიხედვით სიცოცხლე დედამიწაზე სხვა ციური სხეულებიდან მოხვდა. რადგანსამყაროში არსებობს ჩვენს პლანეტაზე უფრო ასაკოვანი სხეულები, ამიტომ ფიქრობენ, რომ სხვაგან შესაძლოა სიცოცხლე უფრო ადრე წარმოიშვა. 1865 წელს გერმანელმა მეცნიერმა პ. რიხტერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა ცოცხალი არსებანი დედამიწაზე მოხვდნენ კოსმოსიდან, მტვრის, მეტეორიტებისა და სხვა ციური სხეულების დედამიწაზე დაცემით. შესაძლოა მტვერს მიკროოგანიზმები შემოჰყოლოდა. ეს ვერსია დასაშვებია, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა, რასაც ხელი შეუწყო მზის სითბომ, სინათლემ, წყალმა, ჰაერმა




http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%90

მზის სისტემის წარმოშობა

თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, მზის სისტემა ჩამოყალიბდა 5 მილიარდი წლის უკან, გაზისა და კოსმოსური მტვერის ღრუბელის შეკუმშვის შედეგად.
მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია,რომელსაც დედამიწა ეკუთვნის. მის ცენტრში მდებარეობს მზე, ჩვენი ვარსკვლავი, რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს. მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული, 9 პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით. პლანეტები მზის გარშემო, ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და, ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება, ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია. გამონაკლისია პლუტონი, ყინულისგან შემდგარი პლანეტა, რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრზე მდებარეობს. უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7000-ჯერ უფრო შორსაა.


შემადგენლობა



აღმოჩნდა რომ ცხრა დიდი პლანეტიდან რვის ორბიტა თითქმის ერთ სიბრტყეშია. გამონაკლისია პლუტონი. მისი ორბიტა თითქმის 170 -იან კუთხეს ადგენს დედამიწისა და დანარჩენი პლანეტების ორბიტების სიბრტყესთან - ეკლიპტიკასთან. პლუტონის ორბიტა სხვა მხრივაცაა გამონაკლისი: იგი გაცილებით უფროგაწელილიელიფსია, ვიდრე დანარჩენი პლანეტების ორბიტები, რომლებიც თითქმის წრეწირებია. პლუტონის ორბიტა იმდენად გაწელილია, რომ მისი ნაწილი ნეპტუნის ორბიტის შიგნით ძევს. ამჟამად (1969 წლის შემდეგ) პლუტონი სწორედ ნეპტუნის ორბიტის შიგნით მოძრაობს. ასე გაგრძელდება 2009 წლამდე , როდესაც პლუტონი კვლავ გახდება მზის სისტემის უშორესი პლანეტა. პლუტონის მიღმა დიდი ზომის პლანეტები აღმოჩენილი არ არის. თუმცა დამკვირვებლები მათ ძებნას დღესაც აგრძელებენ. დიდი პლანეტების გარდა მზის სისტემაში აღმოჩენილია ძალიან ბევრი მცირე ზომისპლანეტაც”, მათ ასტეროიდებს უწოდებენ. თითქმის ყველა ასტეროიდი მოძრაობს ორბიტებზე, რომლებიც განლაგებულია ასტეროიდების სარტყელში - მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის მოთავსებულ ზოლში.



http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90