Tuesday, April 17, 2012

მზის სისტემის წარმოშობა

თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, მზის სისტემა ჩამოყალიბდა 5 მილიარდი წლის უკან, გაზისა და კოსმოსური მტვერის ღრუბელის შეკუმშვის შედეგად.
მზის სისტემა კოსმოსის ის ნაწილია,რომელსაც დედამიწა ეკუთვნის. მის ცენტრში მდებარეობს მზე, ჩვენი ვარსკვლავი, რომლის მასაც მზის სისტემის მთლიანი მასის 99,9 პროცენტს შეადგენს. მზის მიზიდულობას "ჩაჭერილი აქვს" მზის მახლობლად მდებარ ყველა კოსმოსური სხეული, 9 პლანეტისა და მათი 63 მთვარის ჩათვლით. პლანეტები მზის გარშემო, ე.წ. ორბიტებზე მოძრაობენ და, ამავე დროს საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავენ. ოთხი შიდა პლანეტა ქვისა და ლითონებისაგან შედგება, ხოლო გარე პლანეტები გაზის ან სითხის სფეროებია. გამონაკლისია პლუტონი, ყინულისგან შემდგარი პლანეტა, რომელიც მზისგან 6 მილიარდ კილომეტრზე მდებარეობს. უახლოესი ვარსკვლავი მასზე 7000-ჯერ უფრო შორსაა.


შემადგენლობა



აღმოჩნდა რომ ცხრა დიდი პლანეტიდან რვის ორბიტა თითქმის ერთ სიბრტყეშია. გამონაკლისია პლუტონი. მისი ორბიტა თითქმის 170 -იან კუთხეს ადგენს დედამიწისა და დანარჩენი პლანეტების ორბიტების სიბრტყესთან - ეკლიპტიკასთან. პლუტონის ორბიტა სხვა მხრივაცაა გამონაკლისი: იგი გაცილებით უფროგაწელილიელიფსია, ვიდრე დანარჩენი პლანეტების ორბიტები, რომლებიც თითქმის წრეწირებია. პლუტონის ორბიტა იმდენად გაწელილია, რომ მისი ნაწილი ნეპტუნის ორბიტის შიგნით ძევს. ამჟამად (1969 წლის შემდეგ) პლუტონი სწორედ ნეპტუნის ორბიტის შიგნით მოძრაობს. ასე გაგრძელდება 2009 წლამდე , როდესაც პლუტონი კვლავ გახდება მზის სისტემის უშორესი პლანეტა. პლუტონის მიღმა დიდი ზომის პლანეტები აღმოჩენილი არ არის. თუმცა დამკვირვებლები მათ ძებნას დღესაც აგრძელებენ. დიდი პლანეტების გარდა მზის სისტემაში აღმოჩენილია ძალიან ბევრი მცირე ზომისპლანეტაც”, მათ ასტეროიდებს უწოდებენ. თითქმის ყველა ასტეროიდი მოძრაობს ორბიტებზე, რომლებიც განლაგებულია ასტეროიდების სარტყელში - მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის მოთავსებულ ზოლში.



http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90

No comments:

Post a Comment